თქვენი ბანერის ადგილი
თქვენი ბანერის ადგილი
რეკლამა საიტზე
195X260
თქვენი ბანერის ადგილი
195X161
თქვენი ბანერის ადგილი
195X260
თქვენი ბანერის ადგილი
195X260
თქვენი ბანერის ადგილი
კატეგორია: Информация
მისამართი: თბილისი, ბაგრატიონის ქ. №6ა
ტელეფონი: +995 32 264 06 40
ფაქსი:
ელ. ფოსტა:
ვებ გვერდი: www.alpha.ge
ფოტო გალერია
საქმიანობა
20-05-2016, 03:12
სადაზღვევო კომპანია ალფა
სეზონური გრიპის ინფექციასთან დაკავშირებით და შექმნილი მდგომარეობის გამო, სადაზღვევო კომპანია ალფა იწყებს გრიპის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციულ კამპანიას.

სადაზღვევო კომპანია ალფაში დაზღვეულებსოჯახის ექიმები კლინიკა მედალფაში ვიზიტის დროს და ბინაზე გამოძახებისას ადგილზევე გადასცემენ როგორც გრიპის ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო მედიკამენტს, ასევე მწვავე სიმპტომების მოსახსნელ აუცილებელ, პირველად მედიკამენტებს უფასოდ.

საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით საინფორმაციო სამსახურს, რათა ოპერატიულად მიიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია. ტელ: 322 640-640

დაეზღვიეთ ალფაში და იყავით მშვიდად!

სადაზღვევო კომპანია "ალფა" 2009 წლის 2 ივნისს დაარსდა. დამფუძნებელი არის ,,ავერსი-ფარმა’’, რომელიც წარმოადგენს ძლიერ ფინანსურ საყრდენს ინოვაციური პროექტების და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების დასაფინანსებლად.
"ალფა" განვითარების 5 წლიან პერიოდს ითვლის. ამ ხნის მანძილზე მან შეძლო მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლეთა ძლიერი გუნდის შექმნა.
კადრების გადამზადება და მოტივაციაზე ზრუნვა კომპანიაში მიმდინარე უწყვეტი პროცესია.
"ალფა" მუდმივად თვალყურს ადევნებს სადაზღვევო ინდუსტრიაში მიმდინარე ცვლილებებს. თუ განვითარების პირველ პერიოდში კომპანიის ძირითად პრიორიტეტს ჯანმრთელობის დაზღვევის სახელწიფო პროექტები წარმოადგენდა, დღეს მის მიერ წარმოდგენილი სადაზღვევო პროდუქტების ჩამონათვალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. "ალფა" მომხმარებელს სთავაზობს ავტო, ქონების, ტვირთების, სამოგზაურო და პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას.
აღნიშნული სადაზღვევო პროდუქტების საიმედობას განაპირობებს ისეთი ძლიერი გადამზღვევი კომპანიები, როგორიცაა SCOR, MUNICH და საერთაშორისო ოპერატორი ევროპა ასისტანსი.

ალფას შვილობილ კომპანიას წარმოადგენს ,,მედალფა’’, რომელიც ოზურგეთის, კასპის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრებს აერთიანებს. კლინიკები აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით. პროფესიონალთა გუნდი, მომსახურების მაღალი ხარისხი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ფასი ამ სამედიცინო დაწესებულებების ძირითადი უპირატესობაა აღნიშნულ რეგიონებში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს "ალფას" სტაბილურობას.

სადაზღვევო კომპანია "ალფას" მიერ დაზღვეულია ისეთი ორგანიზაციები როგორებიცაა: "ვისოლი", პარლამენტი, "კვირი სპალიტრა", პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო ფონდი "იავნანა", აღსრულების ეროვნული ბიურო, "ახალი მზერა", მანდატურის სამსახური, საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სსიპ "გიორგი მიქელაძის თოჯინების თეატრი", უზენაესი სასამართლო, შემოსავლების სამსახური, შპს "ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა", შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანია", შპს "ჯორჯიან ეარვეისი" და სხვა.
"ალფა" მუდმივად ქმნის ინდივიდუალურ სადაზღვევო პროდუქტებს ყოველი კლიენტისათვის, აფართოებს საქმიან კონტრაქტებს მსოფლიოს წამყვან სადაზღვევო, გადამზღვევ კომპანიებთან და ბროკერებთან.

უახლოეს პერიოდში "ალფა" კვლავ გეგმავს რამდენიმე ახალი პროდუქტის შემუშავებას, რომელიც მაქსიმალურად მორგებული იქნება მომხმარებლის მოთხოვნებზე და კონკურენციას გაუწევს ბაზარზე არსებულ პროდუქტებს.
"ალფას" ძლიერი გუნდი მუდმივად ფიქრობს და ზრუნავს თქვენი სურვილების ასრულებაზეскачать dle 10.5фильмы бесплатно
კატალოგი
FACEBOOK
მეგობარი საიტები