თქვენი ბანერის ადგილი
თქვენი ბანერის ადგილი
რეკლამა საიტზე
195X260
თქვენი ბანერის ადგილი
195X161
თქვენი ბანერის ადგილი
195X260
თქვენი ბანერის ადგილი
195X260
თქვენი ბანერის ადგილი
კატეგორია: Информация
მისამართი: თბილისი, ბელიაშვილის ქ. №8
ტელეფონი: +995 599 17 47 00
ფაქსი: +995 32 291 25 03
ელ. ფოსტა: info@litex.ge
ვებ გვერდი: www.litex.ge
ფოტო გალერია
საქმიანობა
20-05-2016, 03:03
ლიტექსი / LITEX
კომპანია ,,ლიტექსი" წარმოადგენს პროფესიონალური დასუფთავების კომპანიას (კომპანია წარმოდგენილია ბაზარზე 2006 წლიდან, ხოლო 2008 წელს გადაერქვა სახელი), რომელსაც თავისი საქმიანობა მომსახურების რამოდენიმე სეგმენტზე აქვს გაშლილი, სადაც უმთავრეს ღირებულებებს წარმოადგენს შესასრულებელი სამუშაოსადმი პროფესიონალური მიდგომა და ხარისხის მუდმივი კონტროლი.

ჩვენი შეთავაზების საგანს წარმოადგენს დასუფთავების მომსახურების სრული პაკეტი, ორიენტირებული უშუალოდ თქვენს მოთხოვნებზე. თანამშრომლობის შემთხვევაში ჩვენი კომპანია თქვენ საზრუნავს მოგაკლებთ და თავის თავზე სიამოვნებით აიღებს ისეთი საპასუხისმგებლო დავალებების შესრულებას, როგორიცაა პერსონალის შერჩევა დასასუფთავებელი ღონისძიებებისათვის, მათზე კონტროლი, საჭირო სარეცხი საშუალებებისა და მასალების შეძენა/მომარაგება, ალპინისტების მომსახურება ფასადების რეცხვისათვის, იატაკის სიპრიალის აღდგენა, რბილი ავეჯისა და ხალიჩების რეცხვა და სხვა მრავალი პრობლემის მოგვარება.


კომპანიას თავის პარტნიორებთან ერთად გააჩნია საპირფარეშოს და ხელის საწმენდი ქაღალდების საწარმოებელი მინი საწარმო, რითაც კომპანია უზრუნველყოფს საპირფარეშოებში უწყვეტ ჰიგიენური და მათ შორის თხევადი საპნით მომარაგებას ადგილზე მიტანით, საბაზრო ფასებთან მიმართებაში საკმაოდ დაბალ ფასებში. მიმდინარე ეტაპზე კომპანია ახორციელებს აღნიშნულ სერვისს 8 მსხვილ ქსელურ კონტრაქტორთან, მათ შორის სს ,,თიბისი ბანკთან~ და სს ,,პროკრედიტ ბანკთან~. ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, სველ წერტილებში დამონტაჟდება საპირფარეშოს ქაღალდის, ხელის საწმენდი ქაღალდის და თხევადი საპნის დოზირებული მოხმარების მოწყობილობები, ასევე კომპანია უზრუნველყოფს თქვენს მომარაგებას ყველა საჭირო სამეურნეო ან/და საფირფარეშოს მასალა-ინვენტარით.

კომპანია სამუშაოებს აწარმოებს, როგორც თბილისის, ასევე მთელი რესპუბლიკის მასშტაბით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენს მრავალ ფუნქციურ მომსახურებას გთავაზობთ ერთი ფანჯრის პრინციპით – ანუ ჩვენი კომპანია მოგიგვარებთ ყველანაირ პრობლემას, რაც ეხება სისუფთავესთან დაკავშირებულ საკითხებს – ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ დასუფთავების პრაქტიკულად ყველა სახის მომსახურება. ამასთან, კომპანიას განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს თითოეულ კლიენტთან და კონტრაქტორთან, ამავე დროს დიდი გამოცდილება ქსელური კომპანიებთან, მომსახურების კუთხით. კომპანია მკაცრად აკონტროლებს ყველა ჩატარებული სამუშაოების ხარისხს და აქედან გამომდინარე:

კომპანია მთლიანად იღებს პასუხისმგებლობას თქვენს დაქვემდებარებულ ობიექტებზე სისუფთავის სრულ დაცვაზე!

კომპანია ,,ლიტექსი"-ს მომსახურების სერვისში შედის:
- მშენებლობის და რემონტის შემდგომი კომპლექსური დასუფთავება;
- ფანჯრების, ვიტრაჟების და ჟალუზების წმენდა;
- სხვადასხვა მყარი იატაკების (მარმარილოს, გრანიტის, მეტლახის, პარკეტის, ლინოლიუმის და ა.შ.) მორეცხვა, მოპრიალება, კრისტალიზაცია;
- შეკიდული ჭერის, მეტალოპლასტმასის ჭერის ქიმიური წმენდა;
- სველი წერტილების დასუფთავება და ქიმიური წმენდა;
- რბილი ავეჯის ქიმიური წმენდა;
- რბილი იატაკებისა და ნოხების მტვერსასრუტით, ქიმიური საშუალებებით წმენდა;
- მტვრის მოშორება ავეჯიდან და სხვადასხვა ზედაპირებიდან;
- ნოხების სველი წმენდა;
- იატაკების ყოველდღიური დასუფთავება;
- ავტოგასამართი სადგურების მთლიანი პერიმეტრის, ასევე ზედა ფასადების დასუფთავება-რეცხვა;
- ქალაქში არსებული მოსაცდელების დასუფთავება-წმენდა;
- საცხოვრებელი ბინების, ეზოების და საცურაო აუზების დასუფთავება;
- კიბეებისა და ლიფტების დასუფთავება;
- ყველანაირი ჰიგიენური საშუალებებით მომარაგება ადგილზე მიტანით, დროის უმოკლეს ვადებში.скачать dle 10.5фильмы бесплатно
კატალოგი
FACEBOOK
მეგობარი საიტები