თქვენი ბანერის ადგილი
თქვენი ბანერის ადგილი
რეკლამა საიტზე
195X260
თქვენი ბანერის ადგილი
195X161
თქვენი ბანერის ადგილი
195X161
თქვენი ბანერის ადგილი
195X260
თქვენი ბანერის ადგილი
195X260
თქვენი ბანერის ადგილი
კატეგორია: Информация
მისამართი: თბილისი, კოსტავას ქ. №67
ტელეფონი: +995 32 262 00 00
ფაქსი:
ელ. ფოსტა: info@esthetic.ge
ვებ გვერდი: www.esthetic.ge
ფოტო გალერია
საქმიანობა
20-05-2016, 02:25
კლინიკა ესთეტიკ სერვისი
კლინიკა „ესთეტიკ სერვისი" გთავაზობთ ლაზერულ ეპილაციას ბოლო თაობის LUMENIS ფირმის Light Sheer Duet-ის დიოდური აპარატით.
ესაა ყველაზე სწრაფი, უმტკივნეულო და უსაფრთხო მეთოდი, რომელიც გამოიყენება ყველა ტიპის კანზე, მათ შორის გარუჯულზეც და აშორებს ნებისმიერი სტრუქტურისა და ფერის თმას.
პროცედურა:
- პროცედურის ჩატარების წინ ლაზერით ზემოქმედების ზონა უნდა გაიპარსოს.
- პროცედურის დროს მიმდინარეობს სამოქმედო ზონის ძლიერი გაგრილება.

პროცედურები ტარდება 1,5-2 თვის ინტერვალით. კურსი საშუალოდ შედგება 6-8 პროცედურისგან.

“წარმატებული თანამედროვე გაბედული”
უახლესი აპარატურით აღჭურვილი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული კლინიკა პაციენტებს უმაღლესი დონის, ეფექტურ და უსაფრთხო მომსახურებას სთავაზობს ესთეტიკური მედიცინის 4-ივე დონის - არაინვაზიურ, ნაკლებად ინვაზიურ, ინვაზიურ და ქირურგიულ პროცედურებზე.

კლინიკა „ესთეტიკ სერვისი“-ს ქირურგიული სამსახური, რომელსაც მსოფლიოში აღიარებული ექსპერტი პლასტიკურ ქირურგიაში ბ-ნი ალექსანდრე კუტუბიძე ხელმძღვანელობს. პაციენტებს პლასტიკური ქირურგიული მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს:
- რინოპლასტიკა;
- მკერდის პლასტიკა (აუგმენტაცია);
- აბდომინოპლასტიკა;
- სახის ლიფტინგი;
- ლიპოსაქცია;
- ტუჩის პლასტიკა;
- ოტოპლასტიკა;
- ბლეფაროპლასტიკა;
- ცხიმის გადანერგვა – სახე, მკერდი, უკანა ტანი და საშო.
(თქვენივე ორგანიზმიდან აღებული ღეროვანი უჯრედების საშუალებით კანი იჭიმება, იძენს ელასტიურობას და სიმკვრივეს)


კლინიკა „ესთეტიკ სერვისი” მსოფლიოს იმ თერთმეტ კლინიკათაგანია, სადაც სხეულის კონტურული პლასტიკა – დრენაჟების გარეშე კეთდება, აბდომინოპლასტიკა აღარ საჭიროებს ბანდაჟის ტარებას, ხოლო მკერდის აუგმენტაციის შემდეგ ელასტიური კორსეტის ტარების დრო მინიმუმამდეა დაყვანილი, რაც წარმოუდგენლად ამცირებს სარეაბილიტაციო დროს.

კლინიკა „ესთეტიკ სერვისი”-ს სარეაბილიტაციო ცენტრში, რომლის სტუმრობაც უკვე მრავალი წელია წარმატებული ქართველი ქალბატონების ცხოვრების წესია მოიცავს:
- აკვა-აერობიკას, ცურვის შესასწავლ კურსებს და სარელაქსაციო ჩანჩქერს;
- სატრენაჟორო დარბაზს;
- პილატესის, ფიტ-ბოლის და სტებ აერობიკის კომბინირებულ კურსს;


- გასახდომი და სამკურნალო მასაჟების მრავალსახეობას. (აპარატურული, ხელის, კომბინირებული)
კლინიკა “ესთეტიკ სერვისი” პაციენტებს კოსმეტოლოგიური პროცედურების უახლესი, უმტკივნეულო და უსაფრთხო მეთოდების საერთაშორისო სტანდარტებს სთავაზობს. გამოცდილი დერმატო-კოსმეტოლოგები და ლაზერო თერაპევტები მუდმივად გადიან სტაჟირებას უცხოეთის წამყვან კლინიკებში, რათა ესთეტიკური მედიცინის უახლესი ტექნოლოგიები და მიღწევები ქართველი პაციენტებისთვისაც გახდეს ხელმისაწვდომი.
ექსკლუზივები:
- ამიერკავკასიაში პირველად UMO GOLD FACIAL 24 კარატიანი ოქროს ფირფიტების გამაახალგაზრდავებელი “ოქროს ნიღაბი”;
- კანის მკურნალობა-გაახალგაზრდავება GENTLE YAG –ის ლაზერით;
- სხეულის კორექცია და მოდელირება უახლესი LIPOCEL EVO-ს აპარატით.

სერვისები:
- მიმიკური ნაოჭების კორექცია ბოტოქსის (დისპორტის)ინექციებით;
- ღრმა ნაოჭების გასწორება ბიოთავსებადი გელებით;
- სტრიების მკურნალობა და მოშორება;
- სახის ოვალის აღდგენა;
- ტუჩის ფორმის და მოცულობის შეცვლა;
- მეზოთერაპია;
- პლაზმოლიფტინგი;
- ბიორევიტალიზაცია;
- ელექტროკოაგულაცია;
- კონტურული მაკიაჟი;
- ლაზერული ეპილაცია მეხუთე თაობის ალექსანდრიტის ლაზერით;
- ელექტროკოაგულაცია;
- პილინგი;
- სახის კოსმეტოლოგიური წმენდა ულტრაბგერითი აპარატით;
- ხალების, მეჭეჭების, ჰემანგიომების, ქსანთელაზმების, კაპილარების მოშორება.

გახსოვდეთ, კლინიკა “ესთეტიკ სერვისი” არ არის უბრალოდ კონრკეტული მომსახურებების ერთობლიობა, ეს არის თქვენი მსოფხედველობის, ცხოვრების წესის და საკუთარი თვითშეფასების ახალი, თანამედროვე და ესთეტური აღქმა.

წარმატებებს გისურვებთ!скачать dle 10.5фильмы бесплатно
კატალოგი
FACEBOOK
მეგობარი საიტები